საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს.
ოთარ ფარცხალაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფილი მოადგილის გიორგი ახვლედიანის სხვა სამსახურში გადასვლის შემდეგ დაინიშნა.
ასევე, ცვლილება მოხდა საგამოძიებო დეპარტამენტში.
დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს. აღნიშნული თანამდებობა სხვა სამსახურში გადასვლის მიზნით ნოდარ კბილაშვილმა დატოვა.