მაშველებმა ყაზბეგში ზვავში მოყოლილი მესამე ალპინისტის ცხედარსაც მიაკვლიეს. მაშველებმა ზვავში მოყოლილი დანარჩენი ორი ალპინისტის ცხედარი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. სამივე გარდაცვლილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები სერგეი სტეფანოვი, სტეფან სტეფანოვი და სერგეი მოვჩინოვი არიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამთენიისას ოთხი რუსი ალპინისტი მყინვარწვერიდან ეშვებოდა, როდესაც მეტეოსადგურსა და გერგეთის ეკლესიას შორის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა. ზვავს ერთი მოზარდი მთამსვლელი გადაურჩა, რომელიც ყაზბეგის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველებმა ზვავში მოყოლილი სამი ადამიანის ამოყვანა გუშინ ცუდი ამინდის გამო ვერ მოახერხეს და სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განაახლეს. სამაშველო სამუშაობაში მონაწილეობდა თბილისიდან ჩასული შსს მაშველთა ჯგუფი.