,,საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად თებერვლის დასაწყისისთვის იქნება მზად", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.
,, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ შევხვედროდით დიპლომატიურ კორპუსს და მათთვის აგვეხსნა, რატომ მიიღო უმრავლესობამ ამ ცვლილებების მომზადების გადაწყვეტილება და რა პოლიტიკური მოსაზრებები უდევს მას საფუძვლად. ელჩებს ავუხსენით, რომ თებერვლის დასაწყისისთვის ორივე პროექტი იქნება მზად იმისთვის, რათა პარლამენტმა მისი განხილვები დაიწყოს", -განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილია ინიციატივა კონსტიტუციიდან 42-ე პრიმა მუხლის ამოღების შესახებ, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობად მხოლოდ ქალაქი ქუთაისია მინიშნებული. ასევე წარდგენილია ინიციატივა პრეზიდენტისათვის მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილების გაუქმების შესახებ.