„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის" ყოველწლიური კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც Heritage Foundation-მა Wall Street Journal-თან ერთად ჩაატარა, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო (21-ე ადგილი), ესტონეთი(მე-13 ადგილი) და ლიტვა (22-ე ადგილი) ლიდერობენ. რეიტინგი 177 ქვეყნის მაჩვენებლის მიხედვით შედგა. 38-ე ადგილზე მეზობელი სომხეთი გავიდა, რომელიც ექსპერტებმა 69.4 ქულით შეაფასეს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის 88-ე პოზიციაზე მოხვდა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთო სურათი კი ასეთია: ლატვია - 55-ე ადგილი, ყაზახეთი - 68-ე ადგილი, ყირგიზეთი - 89-ე, მოლდოვა - 115-ე, ტაჯიკეთი - 131-ე, რუსეთი - 139-ე, ბელორუსი - 154-ე, უკრაინა - 161-ე, უზბეკეთი - 162-ე, თურქმენეთი - 169-ე.
თურქეთი რეიტინგში 69-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ირანმა 168-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგის ლიდერად, როგორც გასულ წელს, კვლავ ჰონკონგი აღიარეს. სამეულში შევიდნენ სინგაპური და ავსტრალია. რაც შეეხება აუტსაიდერებს, ესენი გახდნენ: ზიმბაბვე, კუბა და ჩრდილოეთ კორეა. ავღანეთი, ერაყი, კოსოვო, ლიბია, ლიხტენშტეინი, სომალი, სუდანი და სირია რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები