სერგეი ტიგიპკო მზად არის უკრაინის პრემიერი გახდეს, თუ ამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ვიქტორ იანუკოვიჩი შესთავაზებს.
"რაიმე განსაკუთრებულ პირობებს არ წამოვაყენებ. მთავარია, მხოლოდ რეფორმების განხორციელების საშუალება მომცენ. იქნება თუ არა ასეთი წინადადება, ვნახავთ. ყველაფერი ვიქტორ იანუკოვიჩზეა დამოკიდებული",- განაცხადა ტიგიპკომ.
მისი თქმით, უფრო დაბალ თანამდებობას, მაგალითად, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოსტს არ დასთანხმდება. ტიგიპკო ეროვნულ ბანკს ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა. ის არ გამორიცხავს, რომ მაისში დაგეგმილ კიევის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს იმ შემთხვევაშიც, თუ მერის თანამდებობაზე კენჭს მოქმედი პრემიერი იულია ტიმოშენკოც იყრის.
სერგეი ტიგიპკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა და ამომრჩეველთა ხმების 13 პროცენტი დააგროვა.