ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა აცხადებს, რომ ალექსანდრე ანქვაბის წინასაარჩევნო დაპირებები და საქმეები საერთოდ გაემიჯნა ერთმანეთს. მისივე თქმით, აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.
"ხელიუსუფლებას ესმის ერთი რამ - რომ მან ხელისუფლება უნდა გაიმყაროს, მაშინ როდესაც ხალხის უმეტესი ნაწილი - უბედურებაშია.
მე ვეუბნები მათ: გაარემონტეთ საბავშვო ბაღი, გაარემონტე გზა.. ეს ყველაფერი გვჭირდება. ისინი კი "ლექსუსებით" და სხვა ტიპის უცხოური მანქანებით დადიან. საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ არ დავიწყებთ საშუალო კლასის მშენებლობას მაშინ ყოველთვის დახმარების მოლოდინში ვიქნებით. რომ აღარ იყოს ეს დახმარება? მერე რას ვშვებით?", _ აცხადებს ლაკობა.
მისივე თქმით, ალექსანდრე ანქვაბის წინასაარჩევნო დაპირებები და რეალური საქმეები საერთოდ გაემიჯნა ერთმანეთს.
"საქმე სიტყვას სრულიად გაემიჯნა! პირიქით ბიუროკრატიაც ყვავის და კორუფციაც", _ აცხადებს იაკუბ ლაკობა.