ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ხალხმა ოსი ხალხის გენოციდი უნდა აღიაროს.
"ახალმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სათავეში არიან მოსულნი უნდა გაიგონ და მიიღონ ჩვენი პრინციპული და უცვლელი დამოკიდებულება იმისადმი რაც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოხდა.
საქართველომ ოსი ხალხის გენოციდი უნდა აღიაროს, აღიაროს ჩვენი დამოუკიდებლობა და ხელი უნდა მოაწეროს ჩვენთან იურიდიულად სავალდებულო თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, რომელზეც მუშაობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში მიმდინარეობს", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ე.წ. მთავრობის სხდომაზე.