დღეს, 21 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა "უნივერსში" პროფესორ თამაზ ბაციკაძის წიგნის -"როგორ დავრწმუნდეთ სულის უკვდავებაში" - პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი ფილოსოფიური ხასიათისაა და სულის უკვდავების რელიგიურ-მისტიკური ასპექტების თვალსაზრისით კვლევის საკითხებს მოიცავს.