ოკუპირებულ აფხაზეთში წებელდის პოლიგონზე რუსი სამხედროების წვრთნა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. სულ სამხედრო წვრთნაში 200 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
მათივე ინფორმაციით, წვრთნაში მონაწილეობას იღებენ წვევამდელები ნიჟეგოროდისა და სარატოვის ოლქებიდან.
წვრთნის დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამიზნეების განადგურებას, რომლებიც ბინებრივი წინაღობების (მთა, ტყე) უკან იმყოფება.
ამ სწავლებას წინ უძღვოდა წვრთნა, რომლის დროსაც სამხედროებს სპეციალური მომზადების 20 ნორმატივი უნდა ჩაებარებინათ.
მასალის გამოყენების პირობები