ოსმა სეპარატისტებმა დღეს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დანარჩენი საქართველოს ციხეებში მყოფი თავიანთი ე.წ. მოქალაქეების პოლიტპატიმრებად აღიარება მოითხოვეს. ეს განცხადება მოლაპარაკებებზე ოსურ დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომლებიც დღეს საქართველოს ციხეებში იმყოფებიან, პოლიტპატიმრები არიან", _ განაცხადა გაგლოითიმ და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტპატიმართა სიაში, რომლის ფორმირებაც ახლა ხდება, აუცილებლად შევლენ მათი ე.წ. მოქალაქეები.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ახლანდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის ომს დამნაშავეობრივი უწოდა და საქართველოს იმდროიდელი ხელისუფლების მოქმედებები გააკრიტიკა", _ აცხადებს გაგლოითი.
მისი თქმით, ამჟამად დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ციხეებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის 13 მოქალაქე იმყოფება და ორი მათგანი მძიმედ დაავადებულია.
"მართალია, ბატონი ტუაევის საქართველოს ტერიტორიაზე ციხეში ყოფნას ქართული მხარე უარყოფს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის იქ არის", _ აცხადებს გაგლოითი.