ძლიერი ყინვების გამო, რუსეთში 30-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დაღუპულთა დიდი ნაწილი ჩელიაბინსკის ოლქიდანაა, სადაც მინიმალურმა ღამის ტემპეერატურამ მინუს 32 გრადუსი შეადგინა. ჩუკოტკაზე კი უკვე მინუს 50, ხოლო კამჩატკაზე მინუს 40 გრადუსი ყინვები დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, ყინვისაგან დაზარალდა 322 ადამიანი, მათი დიდი ნაწილი ჰოსპიტალიზირებულია. პრობლემებია რუსეთის სხვა რეგიონებშიც. მახაჩკალაში, დიდთოვლობის გამო, მესამე დღეა დაკეტილია აეროპორტი, მთელ რიგ რეგიონებში არ მუშაობს საავტომობილო გზებიც. რუსეთის სხვადასხვა რაიონებში დაიკეტა სკოლებიც. ამინდის პროგ ნოზის მიხედვით, ძლიერი ყინვები რუსეთში 23 დეკემბრამდე გაგრძელდება, ხოლო შემდეგ შედარებით გამოიდარებს.