მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა გომბორის ხეობაში, რის გამოც ვაზიანი - გომბორი - თელავის გზა მოყინულია და ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანაჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
მოყინულია ბაკურციხე - თბილისის მთავარ მაგისტრალიც. გზის ზოგიერთ მონაკვეთზე არ არის გაშლილი მარილი, თუმცა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია.