ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე ეთანხმებით თუ არა შემდეგი მინისტრების დანიშვნას, რესპონდენტთა 72% თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანიას დანიშვნას ეთანხმება. იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დანიშვნას 70% ეთანხმება; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა მინისტრის პოსტზე სოზარ სუბარის დანიშვნას - 66%; საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მაია ფანჯიკიძის დანიშვნას - 66%;
შს მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას - 63%; ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურის დანიშვნას - 59%; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პოსტზე ლევან ყიფიანის დანიშვნას ეთანხმება - 57%; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკოს დანიშვნას - 53%; განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე გიორგი მარგველაშვილის დანიშვნას - 53%; კულუტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე გურამ ოდიშარიას დანიშვნას - 52%;
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე კახა კალაძის დანიშვნას - 52%; სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით კირვალიძის დანიშვნას - 51%; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე პაატა ზაქარეიშვილის დანიშვნას - 48%; ეკომონიკის მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას - 47%; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით ნარმანიას დანიშვნას - 44%; ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრად დანიშვნას ალექსი პეტრიაშვილის დანიშვნას - 44%;
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე დავით დარახველიძის დანიშვნას 43%, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე ხათუნა გოგალაძის დანიშვნას - 43%; დასაქმების მინსიტრის პოსტზე კახა საკანდელიძის დანიშვნას - 43%; ხოლო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის საკითხებში 42%.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). კვლევაში ცდომილების ზღვარი +-3%-ია.