NDI-ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგში კოალიცია "ქართული ოცნება" ლიდერობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებასთან ყველაზე ახლოს, რესპოდენტთან 63 პროცენტმა კოალიცია "ქართულ ოცნება" დაასახელა. 10 % - ნაციონალურ მოძრაობა; ქდმ - 3%; არც ერეთი პარტია - 5 %; არ ვიცი - 8 %; გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა 10 პროცენტმა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). კვლევაში ცდომილების ზღვარი +-3%-ია.