2012 წელის შედეგების მიხედვით, რუსეთის თანემედროვე ხელოვნებაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი ვასილი წერეთელი გახდა.
მეორე ადგილზე მოსკოვის Multimedia Art Museum-ის დირექტორი ოლგა სვიბლოვა, ხოლო მესამეზე "ფარეხის" დამფუძნებლები რომან აბრამოვიჩი და დარია ჟუკოვა აღმოჩნდნენ, რომლებსაც რეიტინგში გასულ წელს პირველი ადგილი ჰქონდათ.
რეიტინგს ტრადიციულად ჟურნალი "არტქრონიკა" აქვეყნებს და მის შედგენაში არტსაზოგადოების სხვადასხვა სფეროს 11 წარმომადგენელი მონაწილეობს.
ვასილ წერეთელი თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი 2002 წელს გახდა. გასული წლების განმავლობაში მან განახორციელა მრავალი საინტერესო პროექტი. ცალკეული პროექტები თანამედროვე ხელოვნების სფეროში "ინოვაციისა" და "კანდინსკის პრემიებზე" იყო ნომინირებული.
წერეთელი 1978 წლის 31 იანვარს თბილისში დაიბადა. იგი ორი წელიწადს სწავლობდა ნიუ-იორკში, დიზაინის უნივერსიტეტში - Parson School of Design. 2000 წელს დაამათავრა ნიუ-იორკის School of Visual Arts. წერეთელი წარმატებულად საქმიანობს მხატვრობაში, ფოტოგრაფიაში, სკულპტურაში. იგი არის რამდენიმე ვიდეოინსტალაციის ავტორი - მათ შორის - განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს "ეძღვნება დაღუპულ ბავშვებს", "შიშველი სიმართლე". წერეთელი არის მრავალი პერფორმანისა და გამოფენის ავტორი. ჰყავს მეუღლე - ესპანელი მოდელი კირა საკარელო და ოთხი შვილი- სამი ვაჟი და გოგონა.