17 დეკემბერს 10 საათიდან 17 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ზაქარაიას, ჩოდრიშვილის, კაჭრეთის, კახიანის და ხუდადოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების IV კვარტლის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ყვარელისა და მესხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 13 საათამდე საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, ოჟიოს, შარტავას, გოთუას, ბენდელიანის, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, ვერის შესახვევის და ნიკოლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 12 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, აბაშიძის, თაქთაქიშვილის, კავსაძის და ბარნოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.