დღეს, 15 დეკემბერს, კოტე მარჯანიშვილის თეატრის სხვენში სპექტაკლის "MIXED EMOTION" პრემიერა გაიმართება. რიჩარდ ბაერის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟიოსრმა სანდრო ელოშვილმა დადგა.
ლირიკული კომედიის სცენოგრაფია ლევან წულაძე. მონაწილეობენ მსახიობები: ქეთევან ცხაკაია, დემეტრე სხირტლაძე, ბექა გოდერძიშვილი და ბაჩუკი დოღონაძე.
პიესა ორი მარტოსული ადამიანის ურთიერთობასა და გრძნობებზეა. მათ აკლდებათ მთავარი, საკუთარი თავის და განვლილი ცხოვრების შემფასებლები და მონაწილენი. ადამიანები, რომელთაც ერთი შეხედვით თითქოს ყველანაირი პირობა აქვთ ბედნიერებისთვის, რჩებიან მეორე ნახევრის გარეშე. ისინი თითქმის 30 წელია ერთმანეთს იცნობენ და მხოლოდ დაქვრივების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ მათი გრძნობა მეგობრობაზე მეტია.
სპექტაკლი 16 დეკემბერსაც იქნება წარმოდგენილი.