დღეს, 15 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში რეზო ჩხეიძის 86 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური მასალები, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე ჯერ არასდროს გამოფენილა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია "ჯარისკაცის მამისა" და "დონ კიხოტის" - კოსტიუმები, ასევე რეჟისორის ყველა ფილმის აფიშა და პირველი ფილმების უნიკალური აფიშები ("მაგდანას ლურჯა", "განძი").
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კანის ფესტივალზე მიღებული ჯილდოს დიპლომი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინება. გარდა ამისა, რეჟისორის ყველა ჯილდო.
ექსპოზიციაზე მოწვეულ სტუმრებს რეზო ჩხეიძის მამის, ცნობილი ქართველი მწერლის, დია ჩიანელის ხელნაწერების ხილვის საშუალებაც ექნება.