ხვალ, 15 დეკემბერს, 17:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (III კორპ., საგამოფენო დარბაზი) ერნსტ გომბრიხის წიგნის "ხელოვნების ამბავი" არტპრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზატორთა განცხადებით, სტუმრებს ელით მცირე სამკითხველო - მსოფლიო ბესტსელერის, ერნსტ გომბრიხის "ხელოვნების ამბის" ეგზემპალრები; კემპბელის სუპი - ენდი უორჰოლის შთაგონების ლეგენდარული ობიექტი; აბსენტი - ხელოვანთა და მწერალთა საყვარელი სასმელი; "მონდრიანის" ნამცხვარი.
სტუმრებს გადაეცემათ 10%-იანი ფასდაკლების ბარათები.