16-17 დეკემბერს ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ეგიდით დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების პირველი შეხვედრა გაიმართება. ფორუმს ბათუმის სასტუმრო "შერატონში" 08:30 საათზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.
ფორუმი, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში IMO-ს ეგიდით პირველად ტარდება, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას. ამასთან, IMO-ს პირველი რეგიონალური ფორუმის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ქართველ მეზღვაურთა დასაქმების, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების რაოდენობის ზრდისა და საქართველოს საზღვაო ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.