უკრაინის მოქმედი პრემიერი იულია ტიმოშენკო გადადგომაზე უარს ამბობს.
პრემიერის ბლოკში აცხადებენ, რომ ტიმოშენკო ახალი კოალიციის შექმნამდე არსად წასვლას არ აპირებს.
"თუ დღეს მსგავს შეთანხმებას მოეწერა ხელი და ხვალ კოალიციის შექმნის შესახებ განცხადება გაკეთდა, თუ ახალი პრეზიდენტი ახალი პრემიერის კანდიდატურას წარადგენს, მაშინ ტიმოშენკო გადადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არსად წასვლას არ აპირებს", - ასე უპასუხა იულია ტიმოშენკოს ბლოკის წევრმა ანდრეი შკალმა ვიქტორ იანუკოვიჩის მოწოდებას, რომელმაც ტიმოშენკოს გადადგომა და ოპოზიციაში წასვლა ურჩია.
თავად პრემიერი კი მეოთხე დღეა დუმს. პრემიერის ნაცვლად, ჟურნალისტებთან განმარტებებს მისი ბლოკის წევრები აკეთებენ.