აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ოკუპორებულ აფხაზეთში მოქმედ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას აფხაზეთიდან გააძევებს. ეს განცხადება თავად ანქვაბმა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ირაკლი ხინთბასთან შეხვედრაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"მათ თავზე დაჯდომის უფლებას არ მივცემთ. მე ვნახე მათი გაკეთებული საქმე და ის რაც მათ გააკეთეს დასანგრევია", _ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა მას შემდეგ, რაც ხინთბამ მას განუცხადა, რომ მისი აზრით, აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მას შეექმნა შთაბეჭდილება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციებს კარგად არ ესმით აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ რატომ უნდა შემოიფარგლოს მათი საქმიანობა მხოლოდ აფხაზეთის ერთი რეგიონით.
"იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი მათი მიერ ჩატარებული სამუშაოს შინაარსითა და ხარისხით. ჩვენ არ მივცემთ მათ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საშუალებას უხეშად რომ ვთქვათ, შეძვრნენ ჩვენს განათლებაში, კულტურაში და უფრო მარტივად რომ ვთქვა - თავზე დაგვაჯდდნენ.
ჩვენ ჩვენი წესები გვაქვს, ჩვენუ მოთხოვნები და სტანდარტები რასაც განვავითარებთ კიდეც. გვაჩვენონ რა გააკეთეს რეალურად. ვნახე მე რაც მათ გაკეთეს. რაც მათ გააკეთეს ისევ დასანგრევია და ხელახლაა გასაკეთებელი. 2013 წლის შედეგების მიხედვით, მათი უმრავლესობა აფხაზეთიდან წავა", _ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.