აშშ-ს აღმოსავლეთ შტატებში დიდთოვლობის გამო მოძრაობა პარალიზებულია. ვაშინგტონში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღემატება.
მოძრაობა სრულიად ბლოკირებულია საავტომობილო მაგისტრალებსა და სარკინიგზო ხაზებზე.
დახურულია სასწავლო სკოლები და სასურსათო მაღაზიები.
სინოპტიკოსების განცხადებით, დიდთოვლობა აშშ-ში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.