დუბაიში გრანდიოზული ქურდული შეკრება გაიმართა. მასში, არსებული მონაცემებით, მონაწილეობა 60-მდე იმ ე.წ. კანონიერმა ქურდმა მიიღო, რომლებიც "დედ ჰასანის" მოწინააღმდეგეებად მოიაზრებიან.
ქურდული "სამიტის" განმასხვავებელ ნიშნად იქცა ის, რომ მასზე "ქურდად კურთხევის" უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. ე.წ. კანონიერი ქურდად 15 ადამიანი "აკურთხეს". ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ე.წ. ქურდული შეკრება მოსკოვში ოქტომბრის ბოლოს რესტორან "გავან ვ ხამოვნიკახ" გაიმართა. მაშინ ეს შეკრება პოლიციამ აღკვეთა და ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდიც დააკავა. მათ შორის იყვნენ გელა, თემურ სვერდლოვსკი, სურო, ონიკი და არტემ ლიბეტსკი. ამ უკანასკნელს მაშინ ნარკოტიკული ნივთიერება და სხვის სახელზე გაცემული პასპორტიც აღმოუჩინეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრეს.