აშშ ირანთან დილაოგისთვის კარს ღიად ტოვებს, თუმცა თავის მოკავშირებეთან ერთად ისლამური რესპუბლიკის წინაღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
მისი თქმით, მუშაობა ამ მიმართულებით საკმაო ტემპებით მიდის.
"უახლოესი რამდნეიმე კვირის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავებთ სანქციების სერიოზულ რეჟიმს, რომელიც აჩვენებს მათ რამდენად არიან ისინი იზოლირებულნი მსოფლიოს დანარჩენი საზოგადოებისგან" - განაცხადა ობამამ.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსფლიო თანამეგობრობამ წინადადებაზე, რათა ირანს ურანის გამდიდრება თეირანში მდებარე კველვითი რეაქტორისთვის სხვა ქვეყანაში მოეხდინა, ხელისუფლების უარი მიიღო.
მისივე თქმით, ირანთან დიალოგისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობელმას წარმოადგენს, ის რომ "ყოველთვის არ არის ნათელი თუ ვინ საუბრობს ამ ქვეყნის ხელისუფლების სახელით და "ჩვენ ვიღებთ ძალიან ბევრ ურთიერთგამომრიცხავ სიგნალებს".
ამავრდოულად, ობამამ განაცხადა, რომ მიუხედავად ირანის არაერთი განცხადებისა, მშვიდობიანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ქვეყანა კვლავაც აგრძელებს კვლევებს სამხედრო მიმართულებით.
"ეს მიუღებელია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და არა მხოლოდ აშშ-სთვის. მათ გააკეთეს საკუთაი რჩევანი, თუმცა კარები ჯერ კიდევ ღიაა" - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია ირანის საკითხთან რუსეთის პოზიციით.