ფრანგმა ექსპერტებმა იპოვეს მთავარი მიზეზი, რომელსაც ითვალისწინებენ მამაკაცები მათთვის მისაღები ქალის არჩევისას. ეს სულაც არ არის ნატიფი ფიგურა ან მაღალი ფეხები. საფრანგეთის ევოლუცის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრები აცხადებენ, რომ მამაკაცისთვის ყველაზე უფრო მიმზიდველნი არიან ის ქალები, რომლებიც მათ საკუთარ თავს ახსენებენ.
კვლევაში რამდენიმე ასეულმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. მამაკაცებს სხვადასხვა ფოტოიდან უნდა აერჩიათ მათთვის სასურველი ქალები. კვლევაში მონაწილე მამაკაცების 45 %-მა აირჩია ქალი, რომელსაც ჰქონდა იმავე ფერის თვალები, თმა, ტუჩები ამ სხეულის სხვა თვალშისაცემი ნაწილები, როგორიც მათვე.
პარალელურად, სპეციალისტებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ოჯახური წყვილი, რომელთაც მინიმუმ ერთი ბავშვი ჰყავდათ.
გამოიკვეთა შემდეგი კანონზომიერება, რომ პარტნიორები, რომელთაც აქვთ მსგავსი შტრიხები, ერთობლივი ცხოვრებისგან მეტ ბედნიერებას იღებენ. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ადამიანთა უმეტესობა ცდილობს პარტნიორი საკუთარი თავის მსგავსი იპოვოს.