ქუთაისში ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ქალაქში მიკროავტობუსების დამატებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სამარშრუტო მიკროავტობუსების რაოდენობის გაზრდის გამო ავტობუსების მგზავრთა ნაკადმა იკლო, რითაც მათი შემოსავალიც შემცირდა.
ავტობუსების მძღოლები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას წინამორბედი მთავრობის მიერ შემუშავებული სქემა შეახსენეს, რომელიც სამარშრუტო მიკროავტობუსების შემცირებას ითვალისწინებდა.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში ქუთაისის მერს ხვდებიან.