დღეს, 14:00 საათზე, თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორის ელდინო ჯანგულაშვილის სარჩელის განხილვა განახლდება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ელდინო ჯანგულაშვილმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით უნდა დაიკითხნენ დარგობრივი საკონკურსო კომისიის წევრები, რომლებმაც ელდინო ჯანგულაშვილს კონკურსის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის რეკომენდაცია არ მისცეს. დღესვე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი გიორგი გოცირიძე.
ელდინო ჯანგულაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წლის 10 სექტემბერს ჩატარებული კონკურსის შედეგებს აპროტესტებს და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვს. კონკურსის შედეგად ელდინო ჯანგულაშვილი უნივერსიტეტს გარეთ დარჩა. პედაგოგიკის ფაკულტეტზე პედაგოგიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი ორი ვაკანსია, საიდან ერთ - ერთის დაკავება ჯანგულაშვილს სურდა, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ დავით მახაშვილმა და მისმა მეუღლემ ნინო მოდებაძემ დაიკავეს.
.