გაზიანი სასმელების ყოველდღიური მოხმარება პროსტატის კიბოს წარმოქმნის რისკს ზრდის. ამის შესახებ შვედეთის ლუნდიუს უნივერსიტეტის სპეციალისტები აცხადებენ.
მათ კვლევა 43-73 წლის ასაკის 8 ათას მამაკაცზე ჩაატარეს. დადგინდა, რომ მამაკაცები, რომლებიც ყოველდღე 330 გრამმდე ტკბილ გაზირებულ სითხეს მირთმევენ, 40 %-ით უფრო მეტად ავადებიან პროსტატის კიბოს რთული ფორმით.
დაკვირვებამ ასევე გამოავლინა ამ დავადების მსუბუქი ფორმა იმ ადამიანების 31 %-ში, რომლებიც ინტენსიურად მირთევენ ბრინჯს. ტკბილეულთა მოყვარულებში კი რისკის მაჩვენებელი 38 %-ია.
სპეციალისტებმა ასევე დადგინეს, რომ ტკბილი გაზირებული სასმელები შესაძლოა სახსრების ართროზის გამოწვევის მიზეზიც გახდეს. ეს საფრთხე განსაკუთრებით მამაკაცებს ემუქრებათ.
მედიკოსები აცხადებენ, რომ 30 დღის განმავლობაში ზედიზედ ტკბილი გაზირებული სითხის მიღება ადამიანის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესზე სერიოზულ გავლენას ახდენს.