10 თებერვალს გურიაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხილის შესანახი მაცივარი და დამახრისხებელი საამაქრო გაიხსნება. როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გურიის აგრობიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო მამეიშვილმა განუცხადა, მაცივარი 100 ტონა ხილზეა გათვლილი, რითაც ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ხილი მიიტანონ და დაასაწყობონ. ხარჯები კი მინიმალური იქნება.
"საამქროს გახსნა გურის რეგიონისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით გაუმჯობესდება ადგილობრივი ფერმერების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა და შესაძლებელობა ექნებათ მოწეული ხილი არასეზონზე შედარებით ძვირად გაყიდონ", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მამეიშვილმა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება 190 ათასი დოლარი დაჯდა, საიდანაც დიდი ნაწილი ჩეხეთის განვითარების სააგენტომ ნაწილი კი გურიის აგრობიზესცენტრმა დაფარა.
მისივე განმარტებით, გურიის აგრობიზნესცენტრში გაერთანებული ფერმერებისთვის მაცივარში ხილის დასაწყობება უფასო იქნება, რადგან ისინი გაერთიანებას საწევრო გადასახადს უხდიან. დანარჩენი ფერმერი კი თანხას საბაზრო ღირებულებაზე დაბალს გადაიხდიან.
მაცივრისა და დამახარისხებელი საამაქროს გახსნას მხარის გუნერნატორთან ერთად ჩეხეთის ელჩი საქართველოში და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელილ დაესწრებიან.