10 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი ლანჩხუთში გაზის ქსელის მშენებლობის დამთავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს "სოკარ ჯორჯია გაზს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ლანჩხუთში 18 ქუჩის გაზიფირებისთვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაო დაასრულა. ბუნებრივი აირის მიღება 578 პოტენციურ აბონენტს შეეძლება.
კომპანიამ გაზსადენების მშენებლობა უკვე დაასრულა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში, მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში, დმანისის რაიონის სოფელ თნუსში. ასევე დასრულდა ქალაქების _ ზუგდიდის, დუშეთისა და ხაშურის _ ქუჩების გაზის ქსელების მშენებლობა. შედეგად, 5700 აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს გაზის ქსელში.
საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული სამწლიანი საინვესტიციო პროგრამის მიხედვით, "სოკარ ჯორჯია გაზი" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 150 ათასი ახალი აბონენტის გაზიფიცირებას განახორციელებს.