დღეს, 27 ნოემბერს, 10 საათიდან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და პატარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ახუნდოვის, ყავლაშვილის, ჩახრუხაძის, იეთიმ გურჯის და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, ალმასიანის, ბერბუკის და დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ქვემო ალექსეევკის დასახლების და ხვედელიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.