ბათუმის დასახლება ადლიაში, მოსახლეობას საკუთარი უძრავი ქონების გაყიდვას დაბალ ფასებში აიძულებენ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტი " წარმომადგენელმა, გენო გელაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება ბათუმში ბულვარის გაშენების გაფართოებას. ამჟამად ბულვარის სამშენებლო სამუშაოები ხიმშიაშვილის ქუჩამდეა მისული. ბათუმის მერიამ კერძო, არაადგილობრივი აუდიტების მეშვეობით ადლიის მაცხოვრებლების ქონება შეაფასა და დაადგინა, რომ მათი ნაკვეთების თითო კვდრატული მეტრი 67 ლარი ღირს.
"დემოკრატიის ინსტიტუტის" აზრით, აღნიშნული თანხა რეალურს არ შეესაბამება და გაცილებით იაფია. ამასთან ბათუმის მუნიციპალიტეტში შევიდა პრეზიდენტის ბრძანება - იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა მერიას არ დაემორჩილება და ზემოთხსენებულ თანხად ქონებას არ გაყიდის, მუნიციპალიტეტს უფლება ენიჭება მესაკუთრეებს ქონება ჩამოართვას.
"მოსახლეობის პოზიცია ცალსახაა, მათ სურვილი აქვთ, რომ მათი ქუჩა და დასხლება გალამზდეს, შესაბამისად მესაკუთრეები თანახმა არიან თავის ნაკვეთები გაყიდონ, თუმცა არა ამ სასაცილო ფასად. "დემოკრატიის ინსტიტუტი" მერიის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მომავალშიც გააპროტესტებს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გენო გელაძემ.