ბავშვებს,რომლებიც ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით ჩაისახნენ, აქვთ გაცილებით დიდი რისკი, ქვეყანას დაბადებითი დეფექტით მოევლინონ, ვიდრე ბუნებრივი გზით ჩასახულებს. ეს განსაკუთრებით ეხება მხედველობის ორგანოს, გულ-სისხლძარღვთა და უროგენიტალურ სისტემებს.
ეს ვარაუდი მეცნიერებმა კალიფორნიის შტატის (ლოს-ანჯელესი) სპეციალისტთა ნაშრომზე დაყრდნობით, ახალ ორლეანში ამერიკის პედიატრთა აკადემიის ნაციონალურ კონფერენციაზე წარმოადგინეს.
უნაყოფობის მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდი - ექსტრაკორპორალური განაყოფიერება - შემუშავებულია ბრიტანელი ექიმების, რობერტ ედვარდსისა და პატრიკ სტეპტოუს მიერ. ამ პროცედურის მეშვეობით გაჩენილი პირველი ბავშვი, ლუიზა ბრაუნი, 1978 წლის 25 ივლისს მოევლინა ქვეყანას.
დღეისათვის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, გარდა ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისა, მოიცავს ასევე სხვადასხვა მეთოდს.