აშშ მზადაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია, ისრაელისა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაპირისპირების რაიონიდან, თუ ამის საჭიროება შეიქმნება. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მა სამი სამხედრო გემი გაგზავნა ხმელთაშუა ზღვის აღმოსაველთ ნაწილში.
2500 საზღვაო სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც USS Iwo Jima-ს, USS New York-ის და USS Gunston Hall-ის ბორტზე იმყოფებიან ნორფოლკში (ვირჯინიის შტატი) მადლიერების დღისთვის უნდა დაბრუნებულიყვნენ. თუმცა, ამჟამად მათ მოუწევთ ისრაელის ნაპირებთან დაელოდონ მოვლენების გავითარებას.
CNN-ის ინფორმაციაში აღინიშნა, რომ გემები არ იქნება გამოყენებული სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისთვის.