სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ევროპის საბჭოს განვითრების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის საკითხი და ბანკის მხრიდან პროექტის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
გურიის რეგიონში მშენებარე ეს დაწესებულება ქართული პენიტენციალური სისტემის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
კალმახელიძის განცხადებით, დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პროექტთან დაკავშირებით.
"პატიმართა პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია და ლაითურის დაწესებულების ექსპლუატაციაში შესვლა სწორედ ამ მიზნის სრულყოფილად რეალიზაციას ემსახურება", - აღნიშნა მინისტრმა.