ლიბერალურმა ბრიტანულმა თემიდამ კვლავ გააოცა მსოფლიო და მათ შორის საკუთარი მთარობა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, იმიგრაციული აპელაციების სპეციალურმა კომისიამ (SIAC)-მა მიიღო დადგენილება რადიკალური ისლამისტური მქადაგებლის აბუ კატადას გათავისუფლების შესახებ. აბუ კატადა ბინ ლადენის მომხრედ და 11 სექტემბრის ტერაქტების ერთ ერთ ორგანიზატორად მიიჩნევა.
აბუ კატადა იორდანიის მიერ მისი დაპატიმრების მოთხოვნის საფუძველზე დააპატიმრეს. ამ ქვეყანაში ისლამისტი ტერაქტების მომზადებაში ბრალდებულად დაუსწრებლად აღიარეს. თუმცა მან შეძლო და შვიდწლიანი აპელაცია მოიგო, რომელიც მის დეპორტაციას ეხებოდა. აბუ კატადას ინგლისის დასავლეთ ნაწილში მდებარე ციხიდან "ლონგ ლარტინი"-დან დღეს გირაოთი გაათავისუფლებენ.
კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელი კატადას იორდანიაში ექსტრადაციაზე უარის თქმას ეხება ნათქვამია, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ იორდანიაში მის მიმართ წამება იქნება გამოყენებული.
თავის მხრივ ბრიტანეთის საშინაო საქმეების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ კიტ ვაზმა კომისიის მიერ მიღბულ გადაწყვტილებას "ფარსი" უწოდა. ქვეყნის შს სამინისტრომ, რომელიც აბუ კატადას გაძევებაზე ოცნებობს და რომელმაც ისლამისტი ნაციონალური უსაფრთხოებისათვის საფრთხედ გამოაცხადა განაცხადა, რომ იმიგრაციული აპელაციების სპეციალური კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
51 წლის აბუ კატადას ნამდვილი სახელი ომარ მაჰმუდ მოჰამმედ ოტმანია. იგი დიდ ბრიტანეთში 1993 წელს ყალბი დოკუმენტებით ჩავიდა. პირველად ის 2002 წელს დააპატიმრეს. მას შემდეგ მას რამდენჯერმე იჭერდნენ და კვლავ ათავისუფლებდნენ.
ვინაიდან კატადა არსად არ მუშაობს, ის, მისი მეუღლე და ხუთი შვილი ბრიტანეთის მთავრობისგან დახმარებას იღებენ. ბრიტანეთის მთავრობა მათ უხდის მათ შორის სახლის ქირას, რომელიც ცნობილი "უემბლის" სტადიონის ახლოს მდებარეობს. სახი პოლიციის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.