აფხაზური მხარის ინფორმაციით, სირიიდან აფხაზეთში უკვე 103 ადამიანი "დაბრუნდა". პრაქტიკულად თითოეული მათგანი, იუწყება აფხაზური მხარე, სამსახურით უკვე უზრუნველყოფილია.
"ათმა ადამიანმა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამსადებელ განყოფილებაზე ჩააბარა. რვა ბავშვი სოხუმის ლიცეულ-ინტერნატის აღსასზრდელი გახდა, ექვსი ბავშვი კი სოხუმის საშუალეო სკოლებში სწავლობს. ოთხი ბავშვი საბავშვო ბაღში დადის",_ იუწყება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, "დაბრუნებული" ოჯახები შერეული აბხაზურ-ადიღურია. ამჟამად აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში მაცხოვრებელი აფხაზებისათვის რუსული ტრანზიტული ვიზების მიღების საკითხითაა დაკავებული.
აფხაზური მხარე სურიიდან "თანამემამულეების დაბრუნების" პროცესის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.