100 ათასზე მეტმა ამერიკელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც მათი შტატების აშშ-ს შემადგენლობიდან გასვლას ითხოვს.
პეტიციას ხელი 20 შტატის მცხოვრებლებმა მოაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, პეტიციის შესაბამისად, აშშ-გან დამოუკიდებლობას შემდეგი შტატები ითხოვენ: ტეხასი, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, სამხრეთ და ჩრდილოეთ კალიფორნია, ალაბამი, ჯორჯია, ფლორიდა, ინდიანა, მიჩიგანი, ტენესი, ლუიზიანა, კენკუნტი, არკანზასი, კოლორადო, სამხრეთ დაკოტა, არეგონა, მისისიპი, მისური და მონტანი.
აღნიშნული პეტიცია გამოქვეყნდა თეთრი სახლის ვებ-გვერდზე განყოფილებაში „ჩვენ ხალხი", სადაც ნებისმიერ მსურველს საკუთარი აზრისა თუ მოთხოვნის დაფიქსირება შეუძლია.
ტენესის მოსახლეობა, საიდანაც პეტიციას ხელი 8 ათასმა ადამიანმა მოაწერა, ითხოვენ, რომ მათი შტატი აშშ-ს შემადგენლობიდან გავიდეს და დამოუკიდებელი მთავრობა ყავდეს. დამოუკიდებლობის ხმების მოთხოვნით ტეხასი ლიდერობს, სადაც დამოუკიდებლობის პეტიციას ხელი 25 ათასმა ადამიანმა მოაწერა. არსებული ნორმების მიხედვით, თეთრი სახლი ვალდებული საზოგადოების მოთხოვნას ოფიციალური პასუხი გასცეს.