„Lonely Planet's"-ის ყოველწლიურ გამოცემაში, 2013 წელს, ტურიზმის თვალსაზრისით ღირებულ საუკეთესო დანიშნულების ადგილების ნუსხაში საქართველო შევიდა.
„Lonely Planet's"-ის მიხედვით, ის ტურისტები, რომლებმაც მოინახულეს საქართველო, განსაკუთრებით აღნიშნავენ ქვეყნის სილამაზეს, მეგობრულ გარემოს და სამზარეულოს.
უკანასკნელ წლებში, საქართველოში ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, რის შედეგადაც იზრდება როგორც ჰოსტელების, ასევე, საოჯახო ტიპის საცხოვრებლების რიცხვი (რაც მიშვნელოვანია კონკურენტული ფასების შესანარჩუნებლად).
გამოცემის მიერ, 10 მოწინავე ყველაზე ღირე-ბულ ტურისტულ მიმართულებად, საქართველოსთან ერთად, შემდეგი ქვეყნებია დასახელებული: ბრაზილია, შვეიცარია, ნამიბია, კამ-ბოჯა, ბოლივია, ორეგონი, ესპანეთი, სლოვენია, ნეპალი.
აღსანიშნავია, რომ, გასულ წელს, ჟურნალ „The New York Times"-ის რეიტინგში - „საუკეთესო ადგილები, სადაც უნდა წავიდეთ 2011 წელს", საქართველო მსოფლიოს 41 ქვეყანას შორის რიგით მეექვსედ დასახელდა.