"თუ აფხაზეთის გავლით რკინიგზა გაიხსნება, ყოველი მეორე მატარებელი აფეთქდება", _ განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ.
"ვაცხადებ პირდაპირ რკინიგზა თუ გაიხსნება - ყოველი მეორე მატარებელი აფეთქდება და ამას გააკეთებენ თვითონ აფხაზები. მათ ასეთი მიდგომა არ აწყობთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს იქნება - ძალიან შემცდარა. ელემენტარულ კითხვას ვსვამ, ვთქვათ გაიხსნა რკინიგზა, აფხაზური მხარე მოითხოვს: ნებისმიერი ტვირთს, ნებისმიერ მგზავრს, რომელიც გადავა ენგურს ჩაერტყას ბეჭედი საბუთში "აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრის" გადაკვეთისა. ფსოუდანაც როდესაც გადავა რუსეთში ჩაერტყას ასეთივე ბეჭედი. ეს არ არის აღიარებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯები? აბა რა არის? შეიძლება ვიღაცამ არ თქვას სიტყვა "აღიარება", მაგრამ აფხაზეთის რკინიგზის გახსნით, პასპორტების ლეგალიზებით, დოკუმენტების ლეგალიზაციით, ეს არის პირდაპირი ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება მომავალში აფხაზეთის აღიარება და ამაზე ძალია დიდი საერთაშორისო ზეწოლა იქნება ჩვენზე. რაში გვჭირდება ეს თამაში, რისთვის დაიღუპა ადამიანები 1992-1993 წლებში 2008 წელს, რაში გვჭირდება ეს? რატომ გვავიწყდება ეს? რის გამო ვიბრძოლეთ? ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი ახლობლები დახვრიტეს იმის გამო, რომ ეროვნება "ქართველი" ეწერათ პასპორტში. შლიდნენ პასპორტს, სადაც ეროვნებად "ქართველი" ეწერა ახევდნენ თავზე და ხვრიდავდნენ. ეს მგონი დაავიწყდა ყველას, ეს უკვე აღარავის აღარ ახსოვს. ვწუხვარ, რომ ეს ასეა", _ აცხადებს პაატა დავითაია.