ამერიკელმა მეცნიერებმა დემენციის სახეობის განვითარების პროცესისა და მექანიზმის ახსნეს. მკვლევრების აზრით, ის ჯერ კიდევ სიბერემდე იწყება.
კვლევები ჩაატარა სპეციალისტთა ჯგუფმა გლენდსონის ინსტიტუტის წამყვანი პრაქტიკოსის, პროფესორ რობერტ ფარესის ხელმძღვანელობით. კვლევის შედგები გამოქვეყნდა ჟურნალ The Journal of Clinical Investigation.
ნერვიული უჯრედები, რომლებიც განლაგებულია თავის ტვინის ნახევარსფეროს გარკვეულ ნაწილში, დემენციის დროს ზიანდება. როგორც წესი ეს დაავადება განვითარებას იწყებს 40-იდან 60 წლის ასაკამდე. საინტერესოა ავადმყოფობის განვითარების სიმპტომები. ესაა: მეტყველების გარკვეული დარღვევა, მეხსიერების ხანგრძლივი დარღვევა, ასევე პიროვნების მკაფიოდ გამოხატული ცვლილება.
კვლევები ჩატარდა ლაბორატორიულ თაგვებზე. აღმოჩნდა, რომ დაავადების განვითარების ძირითად მიზეზს წარმოადგენს პროგრანულინის ცილის დეფიციტი, რომელიც მიკროგლის უჯრედების მიერ გამოიყოფა. თაგვებს, რომელთაც ამ ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაკლებობა ჰქონდათ, ნეირონების რაოდენობა ორჯერ მეტად უმცირდებოდათ.