ცხინვალის რეგიონში 19-20 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ელიან. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთში ჯენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების ვიზიტს ველით. ამ ვიზიტის დროს ამ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილება", _ განაცხადა ჯიოევმა.
ჟენევს საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, 22-ე რაუნდი მიმდინარე წლის 12 დეკემბერს გაიმართება.