მოლდოვას ექს - პრეზიდენტი აკრიტიკებს რუმინეთის ინიციატივას - საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს ამერიკული რაკეტები. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი, ვლადიმერ ვორონინი უკმაყოფილოა რუმინეთის გადაწყვეტილებით - შავ ზღვაში დაამონტაჟოს ამერიკული ანტისარაკეტო ფარი. მისი თქმით, არსებობს იმის საშიშროება, რომ მოლდოვა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები კვლავ ომის ხაზად გადაიქცევიან.
"რუმინეთის ამ გადწყვეტილებამ შეიძლება ისევ ომში ჩაგვითრიოს ჩვენც და სხვა ჩვენი მეზობლებიც. მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, გააპროტესტოს ამერიკული რაკეტების რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსების გადაწყვეტილება", - განაცხადა მოლდოვას ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამდ კომუნისტური პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ვორონინმა.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაიან ბრესესკუმ მზადყოფნა გამოთქვა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე განალაგოს ამერიკული ანტისარაკეტო ფარის ნაწილები, რაც უკვე საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.