გურიაში მდინარე ლესიწყალზე ახალი ხიდი გაიხსნა.
ხიდის გახსნას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო.
აღნიშნული ხიდი ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებს ერთმანეთან აკავშირებს.
რკინა-ბეტონის ხიდის სიგრძე 24 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 7 მეტრი. რეაბილიტირებული ხიდი ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის, როგორც მსუბუქწონიანი ავტოტრანსპორტის გატარებას, ასევე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.
აღნიშნულ ხიდზე მოეწყო ტროტუარები და ლითონის მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე და მისასვლელებთან დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები, შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მოეწყო საგზაო ნიშნები.
სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანია შპს. "სახარიამ" შეასრულა.
სამუშაოების ღირებულებამ 101 ათასი ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.