უკრაინამ რუსი დამკვირვებლები ქვეყანაში შეუშვა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. გამოცემაში ნათქვამია, რომ რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად უკრაინელმა მესააზღვრეებმა რუს დამკვირვებლებს, ქვეყანაში შესვლის ნება დართეს.
დამკვირვებელთა ჯგუფის ხემლძღვანელის, ალექსეი მარტინოვის განცხადებით, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა რუსული სადამკვირვებლო მისის წევრები.
"მოლაპარაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდა, უკრაინელებმა ნება დაგვრთეს, გადავკვეთოთ საზღვარი და გავაკეთოთ ჩვენი საქმე", - ალაქსეი მარტინოვი.
შეგახსენებთ, რომ 92 რუსი დამკვირვებელი, რომლებიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასაკვირვებლად დონეცკის ოლქში მიდიოდა, უკრაინელმა მესაზღვრეებმა დღეს დილით დააკავეს.