ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოიაკოვლევკაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მოზარდი დაიღუპა, დაიჭრა მისი ძმა, და, მშობლები და კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა.
დაინგრა საცხოვრებელი სახლი , ასევე დაზიანდა მის ახლოს მდებარე სახლები. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.
მისი ცნობით, დაღუპული მოზარდი 15 წლისაა. დაჭრილთა შორის არიან მისი 12 წლის ძმა და 8 წლის და.