სასჯელის შეკრებითობის პრინციპის შეცვლის შემდეგ კანონს უკუძალა არ ექნება. პრინციპი კი ნაწილობრივ შეიცვლება. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
საკითხით კი ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა.
ლორთქიფანიძის თქმით, `ინიციტივა გარკვეულწილად ამსუბუქებს სასჯელს და ამ ლოგიკით, მას უკუძალა უნდა ჰქონდეს - კანონის მიღების შემდეგ იგი უნდა შეეხოს მანამდე მისჯილ პატიმრებსაც.~
მაგრამ, როგორც მურთაზ ზოდელავა განმარტავს, იცვლება სასჯელის შემკრებითობის პრინციპი და არა თავად სასჯელი, ამიტომაც მას უკუძალა ვერ ექნება.
რაც შეეხება სასჯელის შეკრებითობის პრინციპს, კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე ვალდებული აღარ იქნება სასჯელები სრული მოცულობით შეკრიბოს. თუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს თითოეული დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელი ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ამ შემთხვევაში სრულად რჩება ყველაზე მძიმე ერთი ძირითადი სასჯელი, ხოლო დანარჩენი სასჯელები შესაძლებელი იქნება განახევრდეს და საბოლოო სასჯელი ისე შეიკრიბოს. თუმცა, მოსამართლეს ექნება იმის შესაძლებლობაც, რომ დანარჩენი სასჯელები არ გაანახევროს.