პატიმართა ამნისტია ახალწლამდე მოესწრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას ამნისტიასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არ უნდა გაუჩნდეს.
"ამნისტია სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმება, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიების ეფექტური ამუშავება და პატიმრებისადმი უფრო ლიბერალური მიდგომის შემუშავება იქნება მასშტაბური შედეგი. ამ ყველაფრის ჯამი წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენის გზას. მხოლოდ ერთადერთზე აქცენტის გაკეთება არ არის სამართლიანობის აღდგენის სწორი მიმართულება", - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.