"ის, რომ პაატა ზაქარეიშვილის მიერ ზოგი ადრე გაკეთებული განცხადება არცთუ ისე ხშირად იწვევდა ქართულ საზოგადოებაში მყოფი "სქელშუბლების" გაღიზიანებას და აფხაზური საზოგადოების ყველაზე მეტად ინფორმირებული ნაწილის მოწონებას, სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ ქართულ-აფხაზური დარეგულირების ყველაზე უფრო პრინციპულ საკითხებში ჩვენი და მისი შეხედულებები იდენტური იქნება", - ასე გამოხატავს "ეხო კავკაზაში" გამოქვეყნებულ სტატიაში აფხაზი ავტორი აფხაზური საზოგადოების დამოკიდებულებას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული ზოგიერთი განცხადების მიმართ, რომლის შინაარსიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოსწონთ. ისინი საქართველოს ახალი მთავრობისგან მხოლოდ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ელიან.
ავტორი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ აფხაზურ ბლოგში ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორის ბათალ კობახიას მიმართვა ქვეყნდება, რომელიც ზაქარეიშვილს მიმართავს. სტატიაში აღნიშნული მიმართვა სრულად არის გამოქვეყნებული და იქვე მითითებულია, რომ კობახიას ამ მოსაზრებამ აფხაზურ საზოგადოებაში სრული მხარდაჭერა მოიპოვა.
"ძვირფასო პაატა, თუკი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეთ, თქვენ აუცილებლად უნდა აკეთოთ ასეთი ნაჩქარევი წინადადებები, ვფიქრობ, საქართველოში არც არაფერი შეცვლილა. აფხაზები ყველა იმ ქვეყანასთან ააწყობენ თავიანთ ურთიერთობებს, რომლებიც იპოვიან თავის თავში ძალას და გამბედაობას, იყონ სამართლიანნი და დაგველეპარაონ ჩვენ, როგორც თანასწორებს, რელობების გათვალისწინებით... დაე დაიმახსოვრონ პოლიტიკოსებმა საქართველოში, რომ ჩვენი უფლებაა, ვისაც გვინდა მას ვემეგობროთ, მაგრამ ცხოვრებით - თავად ვიცხოვრებთ ჩვენს ქვეყანაში. კვებონ და ხიბლონ თავიანთი ხალხი დაპირებებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და აფხაზეთის მომავლის შესახებ, მანამდე კი ღმერთმა მოგცეთ ძალა და გონიერება, ექსცესების გარეშე შეინარჩუნოთ ხელისუფლების გადაცემის პირველი, მშვიდობიანი პერიოდი", _ ნათქვამია მიმართვაში.